Blog
ბიოლოგია – ანატომია
ანატომია
ანატომია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის აგებულებას. ადამიანის სხეულის შემადგენლობაში ვხვდებით 4 ქსოვილს: შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული და ეპითელური. შემაერთებელ ქსოვილს ყოფენ სამ ჯგუფად – მყარი (ძალი, ხრტილი), თხევადი (სისხლი, ლიმფა) და ფაშარი (ცხიმი). ადამიანში ვხვდებით 220მდე ძვალს. ძალი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან, რომლებიც ძვალს მატებენ ელასტიურობას და სხვა მარილებისაგან, რომლებიც ძვალს სიმტკიცეს მატებენ. ძვლებს ყოფენ ორ ნაწილად – ლულოვანი და ბრყელი. ლულოვან ძვლებში ვხვდებით ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს, წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს.
კუნთოვანი ქსოვილი გვაქვს 3 ტიპის: განივზოლიანი, გლუვი და გულის განივზოლიანი. განივზოლიანი კუნთები ქმნიან ჩონჩხის კუნთებს რომლებიც გარედან აკრავენ ჩონჩხს და მოძრაობაში მოყავთ ის. გლუვი კუნთებით აგებულია შინაგანი ორგანოები, ხოლო გულის განივზოლიანი ბოჭკოებით მხოლოდ გულის კუნთი. გულის განივზოლიანი სწრაფად ატარებს აგზნებას სხვა კუნთოვან ქსოვილებთან შედარებით.
ნერვული უჯრედი შედგება დენდრიტებისაგან (მცირე ზომის მრავლობითი მორჩები), ქსონისაგან (გრძელი ერთი მორჩისაგან) და ნეირონის სხეულისაგან. აქსონი დაფარულია მიელინური გარსით, რომლებიც ელექტროიზოლატორის როლს ასრულებს. განარჩევენ მგრძნობიარე მამოძრავებელ და ჩართულ ნეირონებს. მგრძნობიარე ნეირონებს მიაქვთ იმპულსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ჩართული გარდაქმნის ამას საპასუხო იმპულსად ხოლო მამოძრავებელი ნერვი ამ იმპულსს მიიტანს მუშა ორგანოსთან ან კუნთთან.
ეპითელური ქსოვილი მრავალი სახითაა წარმოდგენილი: გლუვი, კუბური, ცილინდრული, მოციმციმე, ერთშრიანი, მრავალშრიანი, გარქოვანებული. ეპითელური ქსოვილი წარმოქმნის კანს და ყველა ლორწოვანს ჩვენს ორგანიზმში, ასევე მონაწილეობს ჯირკვლების წარმოქმნაში.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
ჩონჩხი და კუნთები ადამიანის საყრდენიცაა და მამოძრავებელიც. იგი ასრულებს როგორც დამცავ ფუნქციას (თავის ტვინი დაცულია თავის ქალაში, ზურგის ტვინი დაცულია ხერხემლის არხში…), ასევე სისხმლბად ფუნქიას (ძვლის წითელი ტვინი).
არჩევენ ჩონჩხის 3 ძირითად სახეს:ჰიდროსტატიკურს, გარეგანს და შინაგანს.
ჰიდროსტატიკური ჩონჩხი ახასიათებს რბილი სხეულის მქონე ორგანიზმებს, მაგალითად, ჭიაყელას.
გარეგანი ჩონჩხი ფეხსახსრიანებსა და მოლუსკებს.
შინაგანი ჩონჩხი ახასიათებს ქორდიანებს.
ძვლები და მათი აგებულება
ადამიანის ჩონჩხის ძვლები წარმოქმნილია ძვლოვანი ქსოვილისგან, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახეა. ძვლოვანი ქსოვილი მომარაგებულია ნერვებითა და სისხლძარღვებით. მის უჯრედებსმორჩები აქვს. უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ქსოვილის2/3-ს შეადგენს. იგი მკივრივია და მტკიცე.
ძვლები შეიძლება იყოს გრძელი მოკლე და ბრტყელი.
* * *
გრძელ ძვლებს ლულისებრძვლებსაცუწოდებენ. ისინიშიგნიდან ღრუიანია, ასეთი აგებულება სიმტკიცესა და სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ლულისებრი ძვლების თავები წარმოქმნილია ღრუბლისებრი ნივთიერებისგან (ძვლოვანი ფირფიტა). ძვლოვანი ქსოვილის ხარიხები გადაჯვარედინებულია იმ მიმართულებით, საითაც უფრო მეტია ძვლების დაჭიმვა. ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით, რომელიც სისხლმბადი ორგანოა. ლულისებრი ძვლების ღრუებში მოთავსებულია ცხიმით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილი, რომლსაც ძვლის ყვითელი ტვინი ეწოდება. (ბარძაყის, ლავიწის, იდაყვის ძვლები)
მოკლე ძვლები და ბრტყელი ძვლები ძირითადად წარმოქმნილია ღრუბლისებრი ნივთიერებისგან. ის ძირითადად სისხლმბად ფუნქციას ასრულებს. მოკლე ძვლებია: მაჯის ძვლები, ტერფის ძვლები,კვირისტავი.ბრტყელი ძვლებია: ტვინის ქალას ძვლები, სახის (ცხვირის, ყვრიმალის…), ბეჭი, მენჯი და მკერდის ძვალი.
ზოგიერთ ძვალს შერეულ ძვალსაც უწოდებენ, რადგან ისინი მოკლეცაა და ბრტყელიც, მაგალითად, ხერხემლის მალები.
ჩონჩხის ჩამოყალიბება 22-25 წლის ასაკში მთავრდება.
ძვლის ზედაპირს ძვლისსაზრდელა ფარავს, რომლიც შემაერთებელქსოვილოვანი თხელი, მაგრამ კვრივი შრეა. ძვლისსაზრდელას შიგაუჯრედების დაყოფის ხარჯზე ძვალი იზრდება სისქში. ამ დროს ძვლის ზედაპირზე უჯრედების ახალი ფენა წარმოქმნება, ხოლო ამ უჯრედების ირგვლივ – უჯრედშორისი ნითიერება.
ძვლების თავები დაფარულია ხრტილოვანი ფენით. ამ უჯრედების დაყოფის ხარჯზე იგი იზრდება სიგრძეში. ხრტილით დაფარულ ძვლების თავებს ძვლისსაზრდელა არ აქვს.
ძვლები ზრდას აწესრიგებს ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი სომატოტროპინი. ბავშვობის ასაკში მისი ჭარბი გამოყოფა იწვევს დაავადება გიგანტიზმს და სიმაღლებ შეიძლება 2 მეტრსაც გადააჭარბოს. ბავშობაში ჰორმონის შესუსტებული გამოყოფა იწვევს დაავადება ნანიზმს (ჯუჯობას). ზრდის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა ზრდასრულობის ასაჯში იწვევს დაავადებას -აკრომეგალიას. (სხეულის ნაწილების არაპროპორციული ზრდა).
ძვლები ზრდასრულობის ასაში არც იზრდება და არც მცირდება, მაგრამ ძველი ძვოვანი ნივთიერებების შეცვლა ახლით მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. რაც უფრო ძლიერია ძვალზე დატვირტვა, უფრო მეტად მიმდინარეობს განახლება, რაც ძვლებს უფრო მეტად ამაგრებს.
ძვლები შედგება ორგანული და არაორგანული ნივთიერებისაგან.
ორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ მოქნილობასა და დრეკადობას.
არაორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ სიმტიკეცესა და სიმაგრეს.
ოზრდილი ადამიანის ჩონჩხი 220 ძვლისაგან შედგება. ძვლების შეერთების 3 ტიპი არსებობს.
ძვლების მოძრავ შეერთებას ეწოდება სახსარი და მასში მონაწილეობს ერთი ძვლის ფოსო, ანუ ღრმული და მეირე ძვლის გაფართოებული ნაწილი – თავი. ფოსო და ძვლის თავი დაფარულია ბრწყინავი, გლუვიხრტილოვანი ფენით, რაც აადვილებს ძვლის ფოსოში თავის სრიალს. სახსრის შემადგენელი ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება, სახსარი ზემოდან დაფარულია სასახსრე ჩანთით. მასში მოთავსებულია სასახსრე სითხე, რაც ამცირებს ხახუნს. ხრტილი, იოგი, სასახსრე ჩანთა შემაერთებელი ქსოვილისგანაა წარმოქმნილი. ძვლების მოძრავ შეერთებას მიეკუთვნება კიდურების სახსრები.
ხრტილოვანი ფენით ძვლების ნახევრად მოძრავ შეერთებასნახევარსახსარი ეწოდება. ნახევარსახსარს ვხვდებიდ მალების ერთმანეთთან შეერთების ადგილას და მალებისა და ნეკლენბის შეერთებასთან.
ძვლების უძრავ შეერთებას ვხვდებით თავის ქალაში, ნაკერებით. ასევე უძრავადაა შეერთებული მენჯი და გავა ერთმანეთთან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
გული წარმოადგენს მთავარ ტუმბოს ჩვენს ორგანიზმში. იგი აგებულია გულის კუნთით. ძგიდის მეშვეობით გაყოფილია ორ მთავარ ნაწილად მარჯვენა და მარცხენა. შემდგომ თითოეული ნაწილი სარქვლების მეშვეობით იყოფა წინაგუკებად და პარკუჭებად. გული წუთშ საშუალოდ 60-100მდე შეკუმშვას ასრულებს. თავდაპირველად ხდება წინაგულების შეკუმშვა, შემდგომ პარკუჭების და საბოლოოდ მოდუნება. ჯამში ერთი ციკლი 0,8 წამს შეადგენს. ორგანიზმში გვაქვს სამი ტიპის სისხლძარღვები: არტერიები ვენები და კაპილარები. არტერიების მეშვეობით გულიდან პერიფერიებისაკენ გადაადგილდება ჟანგბადით მდიდარი არტერიული სისხლი. ვენების მეშვეობით პერიფერიიდან გულისაკენ ბრუნდება ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი. კაპილარები წარმოადგენენ უწვრილეს სისხლძარვებს რომლებიც უშუალოდ ამარაგებენ ქსოვილებს სისხლით ან გამოაქვთ მათგან ნახშირორჟანგი. სისხლი შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან: პლაზმა და ფორმიანი ელემენტები. პლაზმა არის ჩალისფერი სითხე. ფორმიანი ელემენტები გვაქვს სამი სახის: ერითროციტები, თრომბოციტები და ლეიკოციტები. ერითრო ციტები არიან წითელი უჯრედები, არ გააჩნიათ ბირთვი, აქვთ ორმხრივჩაზნექილი დისკოს ფორმა, შეიცავენ ჰემოგლობინს. სწორედ ჰემოგლობინის მეშვეობით გადაიტანს სისხლი ჟანგბადს და ნახშირორჟანგს. ლეიკოციტები არიან თეთრი უფორმო უჯრედები. მათ აქვთ ბირთვი. ისინი მონაწილეობენ უჯრედში მოხვედრილი უცხო სხეულების შთანქმაში. ამის შემდგომ ლეიკოციტები იღუპებიან და მკვდარი ლეიკოციტების ერთობლიობას ჩირქი ეწოდება. თრომბოვიტები წარმოადგენენ სისხლის ფირფიტებს. მათი მთავარი ფუნქცია არის სისხლის შედედებაში მონაწილეობა.
სასუნთქი სისტემა
სასუნთქი სისტემა შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: ჰაერგამტარი გზები და ფილტვები. ჰაერგამტარ გზას მიეკუთვნება – ცხვირი, ცხვირხახა, ტრაქეა, ბრონქები. ცხვირი შედგება ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილისაგან. იგი შიგნიდან ამოფენილია წამწამოვანი ეპითელიუმით. წამწამები ფილტრავენ ჰაერში აარსებულ მტვრი ნაწილაკებს. ასევე ეპითელიუმი გამოყოფს სპეციალურ ლორწოს, რომელიც შეიცავს ლიზოციმს – ფერმენტს, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს. ცხვირიდან ჰაერი გადადის ცხვირხახაში, ხოლო შემდეგ ტრაქეაში. ტრაქეა იყოფა ორ ბრონქად, ბრონქები იტოტებიან ბრონქიოლება. მათ საბოლოოდ მიმაგრებული აქვთ მცირე ზომის ბუშტუკები, რომლებსაც ალვეოლები ეწოდებათ. ალვეოლებს გარედან აკრავთ სისხლძარღვები. ჩასუნთვქის დროს ალვეოლები იბერებიან და მათში დიდი რაოდენობით ვხვდებით ჟანგბადს. გარშემო ამდებარე სისხლი კი ამ დროს მდიდარია ნახშირორჟანგით. მარტივი დიფუზიის მეშვეობით ჯანგბადი გადადის ფილტვებიდან სისხლში, ხოლო ნახშირორჟანგი პირიქით. ამის შემდეგ ხდება ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის აქტი წუთში საშუალოდ12-18 ჯერ მეორდება. ჩასუნთქვა არის აქტიური პროცესი. მასში მონაწილეობას იღებენ დიაფრაგმა და ნეკნთაშუა კუნთები. ამოსუნთქვა არის პასიური პროცესი ამ დროს დიაფრაგმა უბრუნდება თავის მდგომარეობას და ამცირებს ფილტვების მოცულობას. შემცირების გამო ხდება ფილტვებში არსებული აირების გამოძევება. ფილტვი გარედან დაფარულია სპეციალური გარსით რომელსაც ფილტვის პლევრა ეწოდება. პლევრით არის ასევე დაფარული გულ-მკერდის ღრუს შიგნითა კედელი. ამ ორ პლევრას შორის არის პლევრის ღრუ. მასში არის უარყოფითი წნევა ამიტომაც ეს ორი ერთმანეთს მჭიდროდ ეკვირის და ერთის მოცულობის ზრდა იწვევს მეორის მოცულობის ზრდას.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუდან. აქ ვხვდებით კბილებს ენას და ნერწყვს. ადამიანს აქვს 32 კბილი. კბილები იყოფიან სამ ნაწილად: მჭრელი, ეშვები და ძირითადი კბილები. ისინი შედგებიან მინანქრისაგან, დენტინისა და პულპისაგან. მინანქარი გარს აკრავს ღრუს ხოლო დენტინსა და პულპაში მოთავსებულია სისხლძარღვები და ნერვები. ენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კუნთია ადამიანის ორგანიზმში. მასზე ვხვდებით გემოვნების რეცეპტორებს. კბილებისგან დაქუცმაცებული საკვები გუნდავდება ენის დახმარებით. ნერწყვი არის ბლანტი სითხე რომელიც წარმოიქმნება სანერწყვე ჯირკვლებში. პირის ღრუში ვხვდებით ბევრ ასეთ ჯირკვალს, მაგრამ გამოარჩევენ სამ ძირითადს – ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ნერწყვი ასველებს საკვებს და აიოლებს მის გადაყლაპვას, ასევე ნაწილობრივ შლის ნახშირწყლებს და ანადგურებს პირის ღრუში მოხვედრილ ბაქტერიებს. ყლაპვის რეფლექსი წარმოიქმნება ენის ძირის გაღიზიანების შედეგად. ამ დროს სპეციალური ხრტილი ხორხსარქველი ხურავს სასუნთქ გზებს, რომ არ მოხდეს მათი გადასვლა სასუნთ გზაში და საკვები აუცილებლად მოხვდეს საყლაპავში. საყლაპავი არის ღრუ გლუვკუნთოვანი ორგანო, რომელშიც საკვები გადაადგილდება პერისტალტიკის (ტალღისებური მოძრაობა) მეშვეობით. საყლაპავიდან საკვები ხვდება კუჭში. კუჭი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველაზე ფართო უბანია. კუჭში ვხვდებით კუჭის წვენს, რომელიც შედგება მარილმჟავისგან, ლორწოსგან და პეპსინისაგან. მარილმჟავა ანადგურებს ბაქტერიებს და ააქტიურებს პეპსინს. პეპსინი მონაწილეობს ცილების დაშლაში. ლორწოთი არის დაფარული კუჭის კედლების შიგნითა ნაწილი რათა მჟავამ არ მოინელოს და დაშალოს იგი. კუჭიდან საკვები გადადის ნაწლავებში. ნაწლავები იყოფა მსხვილ და წვრილ ნაწავად. კუჭს უკავშირდება წვრილი ნაწლავი – კერძოდ 12გოჯა. მასში იხსნება ღვიძლისა და პანკრეასის სადინარები. ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც ააქტიურებს პანკრეასის ფერმენტებს და ახდენს ცხიმის მოლეკულის ემულგირებას. პანკრეასის ფერმენტები უმარტივეს ფორმებამდე შლიან ცილებს ცხიმებს ნახშირწყლებს და ნუკლეინის მჟავებს. წვრილი ნაწლავის სხვა უბნებში ვხვდებით სპეციალურ ხაოებს, რომლებიც იწოვენ დაშლილ ნივთიერებებს მათში არსებული სისხლ-ძარღების მეშვეობით. ნაწლავებიდან გამოსული სისხლი პირველ რიგში გაივლის ღვიძლს, რომელიც მთავარ ბარიერულ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. წვრილი ნაწავიდან საკვები გადადის მსხვილ ნაწლავში. მათი შეერთების ადგილას ვხვდებით ბრმა ნაწლავს და მის წანაზარდს ჭია ნაწლავს ანუ აპენდიქსს. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის შეწოვა და ფეკალური მასების ფორმირება. მის საბოლოო უბანს წარმოადგენს სწორი ნაწლავი საიდანაც ხდება დეფეკაცია.