Blog
ინგლისური – არტიკლი – The Article
განუსაზღვრელი არტიკლი – The indefinite
განუსაზღვრელ არტიკლს აქვს 2 ფორმა: a და an
- a – იხმარება თანხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: a pen
- an – იხმარება ხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: an apple
განუსაზღვრელი არტიკლი წარმოიშვა რიცხვითი სახელისგან one და ამიტომ იხმარება მხოლოდ მხოლობით რიცხვში. მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია.
განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:
- როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ პირველად: I have an interesting book
- როდესაც აღვწერთ რაიმეს: I have a nice flat
- პროფესიასთან: He is a doctor
- ჩამოთვლისას მხოლობით რიცხვში: I have a father, a mother and a sister
- საგნებთან, რომლებმაც ამა თუ იმ კლასს მიეკუთვნებიან: I have a dog and a cat
- როდესაც ზოგადად აღვწერთ ცხოველებს: A lion is a strong animal and a mouse is weak.
- ძახილის წინადადებაში თვლად არსებით სახელებთან მხოლობით რიცხვში: What a nice day!
- შემდეგ გამონათქვამებში: ერთი მილიონი – a million; ერთი დუჟინი – a dozen; ერთ დღეში – in a day; კვირაში ერთხელ – once a week.
- ფრაზეოლოგიურ შემასმენელში: to have a walk, to have (take) a bath.
განსაზღვრული არტიკლი – The Definite
განსაზღვრული არტიკლია: The. იგი წარმოიშვა ჩვენებითი ნაცვალსახელისგან This/That და იხმარება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში: The book – the books.
განსაზღვრული არტიკლი იხმარება, როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ მეორედ, ე.ი უკვე ვახსენეთ იგი და ეს საგანი ჩვენთვის ნაცნობი და განსაზღვრულია: I have a book, the book is interesting.
განსაზღვრული არტიკლი იხმარება:
- მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების სახელების წინ: The Thames, the Black Sea, the Atlantic Ocean.
- არხებისა და სრუტეების წინ: The English Channel, the Bering Strait
- ოთხი მხარის წინ: The North, the West, the East, the South
- მთის ქედების წინ: The Alps, the Caucasus, the Urals
- კუნძულების ჯგუფების წინ: The Philippines, the Bahamas
- ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის წინ, რომელიც ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს: The United States, the UK, the USSR
- ეთნიკური ჯგუფების წინ: The Indians, the Aztecs
- რაც ერთადერთია: The Sun, the Moon, the Earth, the sky, the world
- ოჯახის დასახელებების წინ: The Browns
- ზოგიერთ გამოთქმაში: in the morning, in the afternoon, in the evening, მაგრამ at night.
- გემებისა და თვითმფრინავების წინ: The Titanic, the Boeing
- ომების წინ (გარდა მსოფლიო ომებისა): The Korean War, მაგრამ World War I
- გაზეთების, სასტუმროების, რესტორნების, თეატრების, კინოების, კლუბების, მუზეუმების, სურათების გალერეების და ბიბლიოთეკების წინ: The Times, the Radisson, the Rustaveli Theatre, the British Museum
- ისტორიული დოკუმენტების წინ: The Declaration of Independence
- გასუფსტანტივებული ზედსართავი სახელების წინ: The rich and the poor
ნულოვანი არტიკლი – The zero article
ნულოვანი არტიკლი ნიშნავს არტიკლის არ ქონას (ანუ არსებით სახელს არტიკლის გარეშე)
არტიკლი არ იხმარება:
- საკუთარი სახელების წინ: Georgia, London, Peter
- აბსტრაქტულ არსებით სახელებთან: Freedom, happiness
- ნივთიერების აღმნიშვნელ არსებით სახელებთან (განსაზღვრული მნიშვნელობით): I don’t like milk (საერთოდ არ მიყვარს)
- თვლადი არსებითი სახელების წინ მრავლობით რიცხვში, როდესაც ისინი ზოგადი მნიშვნელობით იხმარებიან: I like books
- წოდებების, ჩინებისა და თანამდებობების წინ: Manager of factory, Mr. Brown, Dr. Robinson
- კვირის დღეების, თვეების და დღესასწაულების წინ: Sunday, Monday, January, May, Christmas, New Year, Easter
- შემდეგი სიტყვების წინ: Breakfast, lunch, dinner, supper: I have breakfast in the morning. Lets have lunch
- ცალკეული ტბების წინ: Lake Baikal, Ritsa
- მთების წინ: Mount Everest, Mount Vesuvius
- კონტინენტებთან: Europe, Asia, Africa, America, Australia (მაგრამ – The Antarctic)
- შტატების წინ: Florida, California
- პლანეტებისა და თანავარსკვლავედების წინ: Mercury, Venus, Earth, Mars, Jupiter, Neptune
- სპორტის სახეობებთან: tennis, football, baseball
- სასწავლო დისციპლინებთან: mathematics, physics, history
- მსოფლიო ომებთან: World War One, World War Two
- რაოდენობრივ რიცხვით სახელებთან, რომლებიც დგანან არსებითი სახელის შემდეგ: Room five, Chapter three, Page ten
- თუ სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, იწყება საკუთარი სახელით: Oxford University, Florida University [შენიშვნა: თუ საკუთარი სახელით არ იწყება წინადადება, მაშინ არტიკლი the იხმარება: The University of Florida]
- ნულოვანი არტიკლი იხმარება გამოთქმებში: to go to school, hospital, prison, church, market, college, town, bed (go home)