ინფორმაცია

ინგლისური – დროები – Tenses

Present Simple – აწმყო განუსაზღვრელი

აწმყო დრო გამოიყენება, როდესაც ვლაპარაკობთ ქმედებებზე, რომლებიც რეგულარულად ხდება ან დიდ ხანს ვხედავთ.

მაგალითად:

I go to school every day. მე დავდივარ სკოლაში ყოველდღე.

What game do you usually play on playstation 3? ჩვეულებრივ, რა თამაშსს თამაშობ playstation 3-ზე?

Comet halley appears every 75-76 years in solar system. კომეტა ჰალეი,მზის სისტემაში,ყოველ 75-76 წელიწადში ჩნდება

ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს: ყოველდღე, ჩვეულებრივ, ყოველ და ა.შ. ეს სიტყვები, სწორედ იმას აღნიშნავს, რომ მოვლენა ხდება ხშირად.

ასევე, აწმყო დრო გამოიყენება, როდესაც ვლაპარაკობთ მომავალ ქმედებებზე, მაგრამ ეს ქმედებები არის უკვე განსაზღვრული და დადგენილი.

მაგალითად:

Learning begins next week. სწავლა იწყება შემდეგ კვირას.

The train leaves at 7:00 this evening. მატარებელი გადის 7 საათზე ამ საღამოს.

ლაპარაკი შეიძლება იყოს ფაქტებზე, რომლებიც რეგულარულად არ ხდება ან განსაზღვრულ დროს, მაგრამ არის ისეთი ბუნებრივი თუ სხვა მოვლენა, რომელიც მხოლოდ ერთნაირად ხდება ან უკვე მოხდა.

მაგალითად:

Water freezes at 0° C or 273 Kelvin. წყალი იყინება 0° გრასუს ცელსიუს ან 273° კელვინ ტემპერატურაზე

I have one  brother. მე მყავს ერთი ძმა.

ასევე, “present simple” იხმარება მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ გრძნობებზე და ფიქრებზე. შესაძლოა, იფიქროთ რომ ლაპარაკის დროს უნდა ვიხმაროთ აწმყო განგრძობითი დრო ing-იანი ფორმით, მაგრამ გრძნობის გამომხატველ ზმნებთან ყოველთვის იხმარება present simple.

მაგალითად:

I think you are a nice girl. ვფიქრობ შენ მშვენიერი გოგო ხარ.

I don’t understand what my Physics teacher is saying. მე არ მესმის, რას ლაპარაკობს ჩემი  ფიზიკის მასწავლებელი.

I agree with you that the sun is bigger than the moon. გეთანხმები, რომ მზე უფრო დიდია, ვიდრე მთვარე.

Present Continuous – აწმყო განგრძობითი

აწმყო განგრძობითი, სახელწოდებიდან გამომდინარეც, აღნიშნავს მოქმედებას რომელიც ლაპარაკის დროს ხდება და გრძელდება. მაგრამ ეს მოვლენა ხდება დროებითად და არ შედის აწმყო ჩვეულებრივი დროის განსაზღვრებაში.

მაგალითად, ქვემოთ მოცემულ წინადადებებში მოქმედება, რასაც ამბობს მთქმელი ხდება ზუსტად იმ დროს, მაგრამ დასრულდება, რაიმე დროის შემდეგ.

It is snowing. თოვს     (თოვა ხდება ლაპარაკის დროს, მაგრამ როდესღაც დასრულდება. აწმყო ჩვეულებრივი დრო, მაგალითად:”It snows”, იმიტომ არ იხმარება რომ თოვა არ ხდება ყოველწელს ზუსტად ერთი და იგივე დროს)

I am studying the  fundamentals of Physics. მე ვსწავლობ ფიზიკის საფუძვლებს.
He is looking my trousers.  ის ჩემს შარვალს უყურებს.

შეიძლება მოვლენა რომელზეც ვლაპარაკობთ იყოს მომავალში, მაგრამ არ გამოვიყენებთ მომავალ დროს თუ მოქმედება არის განსაზღვრულ დროს, წინასწარ დაგეგმილი.

მაგალითად:
I’m meeting my boyfriend at 8. მე ვხვდები ჩემ მეგობარ ბიჭს 8-ზე
My parents are not coming to my birthday. ჩემი მშობლები არ ჩამოდიან ჩემს დაბადების დღეზე.

Present Perfect – აწმყო სრული

present perfect-ს ვიყენებთ ისეთ მოვლენაზე საუბრისას, რომელსაც ვახსენებთ ახლა,ლაპარაკის დროს, მაგრამ მოხდა და დასრულდა წარსულში. და გამოიყენება ზმნის მესამე ფორმა.

მაგალითად, ვლაპარაკობთ წარსულ მოვლენებზე:

We’ve  been in Georgia two years ago.  ჩვენ ვიყავით საქართველოში 2 წლის წინ.

I have broken my phone! მე გავტეხე ჩემი ტელეფონი!

ამ დროის გამოყენებისას ხშირად იხმარება სიტყვები: already-უკვე; just-უკვე/ეხლახანს და yet -ჯერ, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კითხვით და უარყოფით წინადადებებში.

მაგალითად:
I’ve just discovered new theory in Physics!  ეხლახანს ახალი თეორია აღმოვაჩინე ფიზიკაში.
I’ve not discovered anything important yet. მნიშვნელოვანი, ჯერ არაფერი არ აღმომიჩენია.
She has already studied  piano lessons. მან უკვე ისწავლა პიანინოს გაკვეთილები.
Have you  spoken to him yet? მას უკვე ელაპარაკე?

ეს დრო გამოიყენება უფრო შორეულ მოვლენებზე საუბრისასაც,მაგალითად:

I have been to Moscow  a lot of years ago.მე ვიყავი მოსკოვში დიდი ხნის წინათ

შორეულ მოვლენებზე საუბრისას გამოიყენება სიტყვები: ever(კითხვითში) და never(უარყოფითში)

მაგალითად:
I have never been in any foreign counties! მე არასდროს ვყოფილვარ სხვა ქვეყანაში!
Have you ever been in any foreign counties?  ყოფილხარ როდესმე სხვა ქვეყანაში?
I have never read any book and I am ashamed.
Has she ever spoken to you about her?

Present Perfect Continuous – აწმყო სრული განგრძობითი

present perfect continuous დრო გამოიყენება ისეთ მოვლენებზე საუბრისას, რომელიც მოხდა წარსულში და გრძელდება მას შემდეგ, ან დასრულდა, მაგრამ ამ მოქმედების შედეგს ვხედავთ ახლაც, აწმყოში.

მაგალითად:

She looks tired.  It seems She has been working too much. ის დაღლილი ჩანს.ჩანს დიდხანს მუშაობდა.

I am very very sleepy. I have been working on my new project on my computer.ძალიან მეძინება. მთელი ღამე კომპიუტერთან ვმუშაობდი ახალ პროექტზე.

It seem you don’t know English grammar well. Have not you been studying this lessons for a long time. ჩანს შენ არ იცი ინგლისური გრამატიკა კარგად. ამ გაკვეთილებს დიდხანს არ სწავლობდი?

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში წარსულში დაწყებული მოქმედება აღარ გრძელდება, მაგრამ შედეგი ჩანს ახლა.

ასევე, შესაძლოა მოქმედება არ იყოს დასრულებული, მაგალითად:

I’ve been waiting for Temo for 2 hours, but still has not arrived. მე ველოდებოდი თემოს 2 საათს , მაგრამ ის კიდევ არ მოსულა.

ეს დრო შეიძლება გამოიყენებოდეს მოქმედებათა სერიებზე საუბრისას. ანუ მოქმედებები მეორდებოდა წყვეტილად.

მაგალითად:

I have been writing on my blog regularly for years. მე რეგულარულად ვწერდი ხოლმე ჩემს ბლოგზე წლების განმავლობაში.

He has been phoning me for weeks, but I have  never answered. ის კვირების მანძილზე მირეკავდა მაგრამ მე არასდროს მიპასუხია.

წარსული სრული – Past Perfect

Past Perfect დრო გამოიყენება ისეთ მოვლენებზე საუბრისას, რომლებიც მოხდა წარსულში, შორს. მეტი სიზუსტისთვის, მაგალითად როდესაც ვლაპარაკობთ წარსულზე და აღვნიშნავთ კიდევ უფრო შორ მოვლენას მის უკან. ეს არის წარსულის წარსული.

ამ დროსთან გამოიყენება have დამხმარე ზმნის მესამე ფორმა had.

მაგალითად:

I had not known truth, until I spoke to her. მე არ ვიცოდი სიმართლე,სანამ მას არ ველაპარაკე.

He had already known that Georgia was number one reformer country of the world, when I said to him. მან უკვე იცოდა, რომ საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა იყო მსოფლიოში, როდესაც მე ვუთხარი.

ასევე გამოვყოთ past perfect simple  და past perfect continuous დროები.

past perfect simple დრო ხშირად გამოიყენება, როდესაც ლაპარაკისას ვიმეორებთ/აღვნიშნავთ სხვის ნათქვამს,ნაფიქრს და სხვა. გამოიყენება დამხმარე ზმნა had და ზმნის მესამე ფორმა.

მაგალითად:

She said that She believed that I had loved her. მან თქვა, რომ მას სჯეროდა, რომ მე ის მიყვარდა.

I thought we had already spoken about this. ვფიქრობდი, რომ ჩვენ უკვე ნალაპარაკევი გვქონდა ამაზე.

past perfect continuous გამოიყენება წარსულ მოვლენებზე საუბრისას,რომლებიც იყო განგრძობითი. ამ დროში გამოიყენება “had been” დამხმარე ფრაზა და ზმნის ing-იანი ფორმა.

მაგალითად:

It looked like a good time to invest in Georgia, because economy had been growing for many years. კარგი დრო ჩანდა საქართველოში ინვესტირებისთვის,რადგან ეკონომიკა მრავალ წელს იზრდებოდა.

I had been thinking about doing something to popularize Physics in my country and I did it. მე ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა რამე ჩემ ქვეყანაში ფიზიკის პოპულარიზებისთვის და მე გავაკეთე.

Past Simple – წარსული განუსაზღვრელი

წარსული დრო, რა თქმა უნდა, გამოიყენება ისეთ მოვლენებზე საუბრისას, რომელიც ლაპარაკის ან თქმის დროს უკვე დასრულებულია.

ეს შეიძლება იყოს მოვლენა, რომელიც წარსულის გარკვეულ მომენტში მოხდა,მაგალითად:

I saw him . yesterday eveningმე დავინახე ის გუშინ საღამოს.

I made this lesson the day before yeasterday at six o’clock. მე გავაკეთე ეს გაკვეთილი გუშინწინ 6 საათზე.

She came back from London. ის დაბრუნდა ლონდონიდან.

ლაპარაკი ასევე შეიძლება იყოს დროის პერიოდზე, მაგალითად:

I lived in New York for five years. მე ცხოვრობდი ნიუ იორკში 5 წელიწადს.

I did this lesson in 10 minutes. მე გავაკეთე ეს გაკვეთილი 10 წუთში.

He was my neighbour for 6 years. ის იყო ჩემი მეზობელი 6 წლით.

We played computer during the all night. ჩვენ ვთამაშობდით კომპიუტერს მთელი ღამის განმავლობაში.

Past Continuous – წარსული განგრძობითი

past continuous-ი გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ წარსულ მოქმედებებზე, რომლებიც რაღაც პერიოდს გრძელდებოდა. შეგვიძლია წარსული მარტივი დროც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს დრო გამოიყენება განგრძობითი დროის ხაზგასასმელად.

მაგალითად:

Asteroids were falling all around the sky. ასტეროიდები ცვიოდა მთელი ცის ირგვლივ.

I was thinking about future last night. წუხელ მომავალზე ვფიქრობდი.

Yesterday, my sister was listening to the music for five hours! გუშინ, ჩემი და 5 საათს უსმენდა მუსიკას!

She was expecting me to do all her job! ის მოელოდა, რომ მე მთელ მის სამუშაოს შევასრულებდი.

ასევე, შესაძლოა ლაპარაკი იყოს ისეთ მოვლენაზე, რომელიც ხდებოდა და გრძელდებოდა რაღაც პერიოდს და ამ დროს მოხდა მეორე მოვლენაც.

მაგალითად:

We were playing football, when asteroids appeared. ჩვენ ვთამაშობდით ფეხბურთს,როდესაც ასტეროიდები გამოჩნდნენ.

I was doing my homework, when she called me. მე ვაკეთებდი საშინაო დავალებებს, როდესაც მან დამირეკა.

Georgian economy was growing, while it was world economic crisis. საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *