Blog
ონლაინ კურსები > Blog > სიახლეები > ინფორმაცია მათთვის, ვინ მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდაზე გასვლას გეგმავს – სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი?
ინფორმაცია მათთვის, ვინ მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდაზე გასვლას გეგმავს – სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი?
- აპრილი 2, 2020
- Posted by: online
- Category: სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
პრაქტიკოს პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დღეიდან ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.
აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, შესაძლებლობა აქვთ, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღონ ყველა კითხვაზე პასუხი. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.
წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი კითხვა-პასუხის რეჟიმში კონსულტაციებს ყოველ ხუთშაბათს, იგივე დროს გამართავს.
ცნობისთვის, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 30 აპრილს დასრულდება. ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge არის შესაძლებელი.