Blog
ისტორია – კოსნპექტები
კონსპექტები ისტორიაში I
1. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც განიხილებოდა ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.
2. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს. მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს, ზედმეტსახელად „ლიუსის„.
3. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში ( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.
4. ქვის ხანა იყოფა სამად – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა, მეზოლოითი და ახალი ქვის ხანა, ნეოლითი.
5. ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის ტომებმა – ჰიქსოსებმა.
6. ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი- რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.
7. რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.
8. ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას. ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში კოპტები არიან მიჩნეულნი.
9. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.
10. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ. 722), ეგვიპტე (დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები (ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი), დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ. წ. 709).
11. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის – აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).
12. ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი დეპორტაცია და იძულებითი ასიმილაცია. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი( ძვ.წ. 722).
13. ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.
14. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.
15. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტოემბს შეერია.
16. ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.
17. ძვ.წ. 539 წელს კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი და იქ გადმოსახლებული ებრაელები დააბრუნა სამშობლოში.
18. კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე
19. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.
20. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა
21. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა
22. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
23. ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.
24. ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების დახვეწა და მათი ერთ-ერთი გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.
25. ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოშ“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
26. სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად.
27. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.
28. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 წელს ათენში.
29. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს ლინდოსელი.
30. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია ათენში.
31. ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც შეეხო. მათ დაარსეს : ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.
32. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.
33. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.
34. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად.
35. სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა „საზღვაო კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.
36. პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში.
37. პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით არქიდამოსის ომი ჰქვია. ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.
38. პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან. ამ ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.
39. პელოპონესის ომში ათენი დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში დაპირისპირებული ორივე მხარე.
კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.
ბრძოლები საქართველოში
შირიმნის – 1021 წ. – გიორგი I ის დროს
დიდგორის – 1121 წ. – დავით IV ის დროს
შამქორის – 1195 წ. თამარის დროს
ბასიანის – 1202 წ. თამარის დროს
გარნისის – 1225 წ. რუსუდანის დროს
ჩიხორის – 1463 წ. – გიორგი VIII ის დროს
ფარავნის – 1465 წ – გიორგი VIII ის დროს
მურჯახეთის – 1535 წ
სოხოისტას – 1545 წ
გარისის – 1556 წ – ლუარსაბ პირველი ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა
ტაშისკარის – 1609 წ
მარტყოფის – 1625 წ 25 მარტი
მარაბდის – 1625 1 ივლისი
ბაზალეთის – 1626 წ
ბახტრიონის აჯანყება – 1660 წ
ყირბულახის – 1751 წ
მჭადიჯვრის – 1754 წ
ყვარლის – 1755 წ
ხრესილის – 1757 წ
ასპინძის – 1770 წ – ტოტლებენის ღალატი ერეკლემ II ის დროს
კრწანისის – 1795 წ
ნაპოლეონი
18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ 1799 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ პირველ კონსულად აღიარა ნაპოლეონ ბონაპარტი.
სახალხო რეფერენდუმმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას, რაც მოხდა 1804 წელს.
1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგება. კათოლიკობა სახელმწიფო რელიგია გახდა.
1804 წელს სამოქალაქო კოდექსი შემოიღო ნაპოლეონმა რამაც პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა განამტკიცა .
ნაპოლეონის “დიდ არმიას” არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა (სულ 7 ასეთი კოალიცია შეიკრა) განცდილი მარცხის შემდეგ ქვეყანა ან ეთიშებოდა კვალიციას ან დროებით საფრანგეთის მოკავშირეც კი ხდებოდა.
1800 წ მარენგოსთან ავსტრიის ჯარი დაამარცხა ნაპოლეონმა.
1805 წ. აუსტერლიცთან ავსტრია- რუსეთს ჯარი დამარცხდა,რითიც ავსტრია საფრანგეთს დაექვემდებარა.
1806 წელს იენასთან და აურშტედთან პრუსია დამარცხდა
1807 წელს ფრიდნანდის ბრძოლაში რუსეთი “დიდ არმიასთან” მარცხდება.
1807 წ 24 ივნისს დამარცხებული რუსეთი “ტილზიტის ზავით” საფრანგეთის მოკავშირე გახდა, ხოლო პრუსიამ დაკარგა ტერიტორები, ამასთანავე დაეკისრა საფრანგეთის არმიის ცოცხალი ძალით მომარაგება და კონტრიბუცია.
1805 წ. ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმიალ ნელსონის მეთაურობით დაამარცხა საფრანგეთი და იმ დროს მისი მოკავშირე ესპანეთი. საფრანგეთმა გადაწყვიტა ინგლისისთვის კონტინენტური ბლოკადით ეპასუხა, ამიტომ
1807 წელს ინგლისის პორტების ჩაკეტვის მიზნით ნაპოლეონმა დაიკავა პორტუგალია
1808 წელს ბლოკადისთვის საჭირო გახდა ესპანეთის დაპყრობაც.
1810 წელს ბლოკადა დასრულდა ჰოლანდიისა და ჩრდ, გერმანიის ანექსიით.
1808 წელს ესპანეთში შექმნილი ვითარებით (აჯანყებებით) სარგებლობა უნდოდა ავსტრიას და სცადა საფრანგეთს დაძვრენოდა
1809 წელს ვაგრამთან ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრია. აქ მოხდა “ავსტრიული ქორწინება” ნაპოლეონმა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა, რათა გაემყარებინა პოზიციები ამ სახელმწიფოში.
1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში (რუსეთი აღარ ემორჩილებოდა ზავის პირობებს) ნაპოლეონი პარიზში გაბრუნდა სიცივის გამო
1813 წელს ლაიფციგის “ხალხთა ბრძოლაში” ნაპოლეონი დამარცხდა. მას ებრძოდა ერთად რუსეთი, პრუსია, ინგლისი,ავსტრია.
ნაპოლეონი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე, საიდანაც იგი გამოიქცა
1814 წელს პარიზი დაიკავეს.
1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი უკანასკნელად დამარცხდა.
საბოლოოდ ნაპოლეონი გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე.
რომი
მონარქია რომში
ძვ.წ 753-509
ადგილი : აპენინის ნახევარკუნძული
დრო: ძვ.წ I ათასწლეულის პირველი ნახევარი
ლეგენდა: ალბა ლონგას მეფემ განიზრახა მოეკლა ორი ჩვილი ძმა, რომულუსი და რემუსი, ჩვილები სიკვდილს გადაურჩნენ, რადგან ისინი ძუ მგელმა იპოვა, გამოკვება და გაზარდა, ძმებმა ალბა ლონგას მეფე შეიპყრეს, რომულუსმა დააარსა ქალაქი რომი.
რომის ბოლო მონარქი ტარკვინიუს სუპერბუსი ძვ.წ 509 წელს დაამხეს, რითიც მონარქია დამთავრდა და რესპუბლიკა დაიწყო.
კეისრის მკვლელობის შემდეგ , მისი დის შვილი ოქტავიანე ავგუსტუსი გახდა მმართველიო რომისა. ძვ.წ 31- ახ.წ 14.
ავგუსტუსის მმართველობა ოქროს ხანად ითვლება.
აღმოსავლეთ რომმა ყველაზე დიდი ტერიტორია დაიკავა ტრაიანეს დროს 98-117 წლებში.
კარაკალას ედიქტი (198-217) : ყველა თავისუფალი ადამიანი- მოქალაქეა.
III საუკუნის შუა ხანებში რომში ერთგვარი კრიზისი იწყება, რაც ქრისტიანობის გავრცელებასთანაც არის დაკავშირებული.
ქრისტიანობას დევნიდა რომში დიოკლეტიანე (284-305) მან გააუქმა რესპუბლიკური მართვის სისტება და დომინუსად იწოდა. რომი დაყო 4 ნაწილად.
ძვ.წ 73-71 წლებში მოხდა მონის, სპარტაკის აჯანყება.
ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მაკედონელის გამზრდელი იყო არისტოტელე, მან შემოიღო ფალანგა.
მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის 3 მთავარი პრინციპი:
1 ენობრივი ერთიანობა
2 კულტურული ერთიანობა
3 პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა.
მან გაათავისუფლა სპარსელებისგან მცირე აზია
დაპყრობები: კაბადოკია, კილიკია, ეგვიპტე, მესოპოტამია სპარსეთი, მიდია.
ძვ.წ 333 წელს ისოსთან დაამარცხა დარიოსი
ძვ.წ 331 წელს გავგამელას ბრძოლაში დარიოსი დაამარცხა (ყველაზე დიდი გამარჯვება)
ძვ.წ 324 წ სპარსელ ქალზე დააქორწინა თავისი ლაშქარი.
ძვ.წ 323 წ გარდაიცვალა (სავარაუდოთ მოწამლეს)
გარდაცვალების შემდეგ მისი სახელმწიფო დიადოხოსებმა (სარდლებმა) გაინაწილეს :
პტოლემაიოსების- ეგვიპტე.
სელევკიდები – წინა აზია
ანტიგონიდები – მაკედონია.
ეგვიპტე
ძვ.წ IV ათასწლეული, სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვიპტე გაერთიანდა.
ძვ.წ XVII აზიური წარმოშობის ჰიქსოსები ესხმიან ეგვიპტეს თავს.
ძვ.წ XV თოტმეს III ეგვიპტის ფარაონი.
ძვ.წ XIV ამენხოტეპ IV მან სცადა ერთღმერთიანობის შემოღება
ძვ.წ 1274 ქადეშის ბრძოლა რამზეს II-სა და ხეთების მეფე მუვათალს შორის
ახ.წ VII საუკუნეში არაბები იპყრობენ ეგვიპტეს (მაქამდე ეგვიპტე დალაშქრეს: ასურეთმა სპარსეთმა მაკედონიამ რომმა)
- სახელმწიფოს წარმოქმნა:
ეგვიპტური ცივილიზაცია წარმოიქმნა ნილოსის ნაპირებზე ძვ.წ IV ათასწლეულში. ეგვიპტელებმა შექმენს საირიგაციო-სარწყავი მიწთმოქმედება. აქ მყოფ საზოგადოებას,რომელსაც საკუთარი ტერიოტირია ჰქონდა ნომს უწოდებდნენ.მის სათავეში ნომარქი იდგა. ამ ტერიოტირაზე ჩამოყალიბდა ორი ეგვიპტური სამეფო: ზემო (სამხრეთი) და ქვემო (ჩრდილოეთი) ეგვიპტის სამეფოები.
- საშინაო და საგარეო პოლიტიკა:
ძველი სამეფოს ხანა- ძვ.წ IV ათასწლეულის ბოლოს და III ათასწლეულის დასაწყისში- ზემო სამეფოს მეფემ- მენესმაქვემო სამეფო დაიპყრო და ერთ სამეფოდ აქცია .ერთიანი ეგვიპტის მმართველს ფარაონს (დიდ სახლს) უწოდებდნენ. დედაქალაქი იყო მემფისი.
პირამიდების ეპოქა- III-IV დინასტიების მმართველობა( ძვ.წ XXVII-XXII ს.ს).ამ დროს აგებდნენ პირამიდებს.პირველი პირამიდა- ჯოსერის.
შუა სამეფოს ხანა– ძვ.წ XX ს-დან იწყება. ამ დროს დედაქალაქია თებე.
ძვ.წ XVII-XVI სს-ში-აზიიდან შემოჭრილი მომთაბარე სემიტური ტომები ჰიქსოსები.
ახალისამეფოსხანა– ძვ.წ XVI საუკუნე.თუტმოს III მეფე. (ყველაზე ძლიერი იყო მის დროს)
- რელიგია:
მრავალღმერთიანობა იყო გავრეცელებული. ძვ.წ XVI ს-ში ამენჰოტეპ IV,ანუ ეხნატონმა ერთღმერთიანობა შემოიღო ატონისთვის უნდა ეცათ თაყვანი.(წარუმატებელი გამოდგა)
ეგვიპტე ძვ.წ VII საუკუნეში ასურეთმა დაიპყრო ; ძვ.წ VI საუკუნეში აქემენიანთა ირანმა.