Blog
კონსპექტი ისტორიაში
[embeddoc url=”http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/6461/3/CHcinadze-Acharistanis%20istoriis%20konsp..pdf” download=”all”]
ძველი შუამდინარეთიდანაწევრებული:
- შუამდინარეთი მდებარეობდა ორ მდინარეს – ტიგროსსა და ევფრატს შორს.
- განსახლებული იყო: სამხრეთით შუმერები, ხოლო ჩრდილოეთით – აქადელები, რომლებმაც აქადის გარშემო გააერთიანეს მესოპოტამია.
- აქ, მშრალი ჰავიდან გამომდინარე, მრავლად იყო საირიგაციო(სარწყავი) სისტემები, რომლებიც უამრავი ადამიანის ორგანიზებულ შრომას მოითხოვდა.
- შუმერებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონიათ. ეს იყო ტაძრების ირგვლივ გაშენებული ქალაქები.
- მათ გამოიგონეს: ბორბალი, ეტლი, სამეთუნეო ჩარხი და გუთანი. მათ შეეძლოთ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნა და კვადრატული ფესვის ამოყვანა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია თვლის სამოცობით სისტემაზე და წილადის შესახებ.
- შუმერებმა შექმნეს პირველი კანონთა კრებული და დამწერლობა( ძვ. წ. IV-დან ხატოვანი) – გამოსახულებები გამომშრალ თიხის ფილებზე.
- ძვ. წ. IV-III საუკუნეში აქ შემოიჭრნენ სემიტები და დააარსეს აქადი:
- მეთაური – სარგონი;
- წარმატების მიზეზი – ძლიერი არმია;
- აღჭურვილობა – ცულები, შუბები, თავზე სპილენძის მუზარადები;
- არეალი – აქადიდან სპარსეთის ყურემდე
- მიღწევა – გააერთიანეს მესოპოტამია.
გაერთიანებული მესოპოტამია:
- უკვე ძვ. წ. XVIII-ისთვის გაერთიაბული სამეფოს ცენტრი ბაბილონი გახდა.
- მთავარი ღვთაება – მარდუქი.
- მათ მიაწერენ ნულის აღმნიშვნელი სიმბოლოს შემოტანას და ქირურგიის განვითარებას(თვალის!).
- განსაკუთრებული მმართველები:
- ხამურაბი. სწორედ მან შექმნა კანონთა კრებული.
- ნაბუქოდონოსორი. მის სახელს უკავშირდება ასურეთის შემოტევების( X თავდასხმა-VII გაძლიერება) შემდეგ გაძლიერებას, სემირამიდას კიდული ბაღების შექმნას და 90 მეტრიანი ზიკურათის(საკულტო ნაგებობა).
5. დასასრული: ბაბილონი გაანადგურა სპარსეთის შაჰმა კიროსმა. ძვ. წ. VI.
ხეთების სამეფო
- ძვ. წ. II საუკუნეში წარმოქმნილი ,,სამხედრო სახელმწიფოებია”: ასურეთი, ხეთები, მითანი.
- ხეთების მრავალი ქალაქ-სახელმწიფოსგან დაწინაურდა ქუსარა, რომლის მმართველმა ხათუსილამ გააერთიანა ხეთები და ცენტრი ხათუსაში გადაიტანა.
- ერთ-ერთმა პირველმა გამოიგონეს სამხედრო ეტლი.
- გამოყოფენ სამ პერიოდს ხეთების ისტორიისა.
- დაპყრობები:
- ხათუსილიმ დაამარცხა სირია, მისმა მემკვიდრემ ბაბილონი.
- სუფილულიუმმა დაამარცხა მითანი და ხაისას სამეფოები. ხოლო ეგვიპტესთან, ჩრდილო სირიისთვის ძვ. წ. 1274 წელს მომხდარი ქადეშის ბრძოლის შემდეგ, მსოფლიოში პირველი საზავო ხელშეკრულებით დასრულდა.
5. დასასრული: ქადეშის ბრძოლოს შემდეგ მუდმივი ტახტისთვის ბრძოლამ წარმოქმნა ქაოსი, მათ შეუტიეს ასურელებმა, საბოლოო განადგურება კი თანმხლებმა ტახტისთვის ბრძოლამ გამოიწვია.
ასურეთის სამეფო
- სემიტური წარმოშობის ასურეთის ცენტრი იყო – აშური.
- ბუნებრივი საზღვრების არქონამ და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობამ ასურეთი მეომარ ქვეყანად აქცია.
- ასურეთის ისტორია სამ ნაწილად იყოფა.
- ახალასურულ პერიოდში ადმინისტრაციული ცენტრი მუდმივად იცვლებოდა მაგრამ უმეტესად ნინევია წარმოადგენდა. რელიგიური ცენტრი მუდამ აშური იყო.
- დამპყრობლები:
- შამშიად I – დაიპყრო ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მარის სამეფო. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო კრიზისი.
- თუქულთინინურტა I – დაიპყრო ბაბილონი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
- ტიგლათფილესერ I – დაიპყრო ბაბილონი, დაახარკა ნაირის ქვეყნები და ფინიკიური ქალაქები. მისმა სიკვდილმა ასევე გამოიწვია კრიზისი.
- ტიგლათფილესერ III – შექმნა რკინის იარარები და კავალერია, დახვეწა ეტლები.
- სარგონ II – მან კიდევ უფრო გააძლიერა ასურეთი. დალაშქრა ურარტუ და ბაბილონი.
- ასურბალიტი – უკანასკნელი მეფე.
6. დასასრული: ბაბილონისა და მიდიის გაერთიანებამ დაასუსტა ასურეთი, ხოლო ძვ. წ. 605 წელს ქარხემიშთან ბრძოლაში ასურეთი დაეცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის შეტევის შემდეგ.
აქემენიანთა ირანი
- თავდაპირველად ირანი შედიოდა მიდიის შემადგენლობაში და მის სათავეში სპარსი აქემენიანები იყვნენ.
- რეზიდენცია – პერსეპოლისში. ადმინისტრაციული ცენტრი – სუზა.
- სპარსეთს ჰყავდა 10 000 ,,უკვდავი” მეომარი.
- სპარსეთის იმპერიაში შედიოდა ქართული ტომებიც, რომლებიც 5 წელიწადში ერთხელ უგზავნიდნენ 100-100 ქალ-ვაჟს.
- დამპყრობლები:
- კიროს II – ძვ. წ. 553 წელს აჯანყდა მიდიის წინააღმდეგ. ძვ. წ. 550 აიღო მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და გახდა სპარსელთა და მიდიელთა მეფე. მან დაიკავა პართია, ჰირკანია, ლიდია, ბერძნული ქალაქები(ზოგი ნებით, ზოგი ძალით), ბაბილონი. მისია რელიგიური ავტონიმიის პირველი ნიმუში. მან დააბრუნა ებრაელები. დაღუპეს მასაგეტებმა.
- კამბიზი- დაიპყრო ეგვიპტე და გახდა ფარაონი.
- დარიოსი I – დაყო 20 სატრაპოდ. სახელმწიფო დაიყო ტოპარქიებად. მან შემოიღო ოქროს დარიკი და ვერცხლის სილიკი. შექმნა საფოსტო ცენტრები. საერთაშორისო ენად არამეული აქცია.
- ქსერქსე – განადიდა აჰურამაზდა და აკრძალა ყველა სხვა ღვთაება.
6. დასასრული: ძვ. წ. 334 წელს აქემენიანთა ირანი დაამხო ბერძნულ-მაკედონიურმა არმიამ.
ათენი
- გამორჩეულობა – აქ ჩაისახა დემოკრატია და ტერმინი ,,მოქალაქე”.
- თავდაპირველი მმართველობა – არისტოკრატთა. სათავეში ბასილევსი(მეფე) იდგა. აღმასრულებელი ხელისუფლება არქონტთა 9 კაციანი საბჭო იყო. მათ ირჩევდა არქეოპაგი(არისტოკრატთა საბჭო).
- სალამინის ბრძოლაში ათენი მეგარასთან დამარცხდა.
- ცნობილი მმართველები:
- თეზევსი – ატიკის გამაერთიანებელი ლეგენდარული ბასილევსი.
- სოლონი – რეფორმები:
- აკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად ქცევა ან გაყიდვა. გამოისყიდეს უკვე გამოსყიდული მოქალაქეებიც კი.
- მონა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ არაბერძენი.
- განისაზღვრა მიწათმფლობელობის მაქსიმუმი.
- გაფართოვდა სახალხო კრების(ეკლესია) მნიშვნელობა.
- ქონებრივი ცენზით მოსახლეობა დაიყო ოთხად. (აქ მიქარა).
- სოლონის სახელს უკავშირდება ჰელიეიას – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებაც. მსაჯული შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი 30 წელს გადაცილებული მოქალაქე. სასამართლოს ევალებოდა თანამდებობის პირთა კონტროლიც.
- კლისთენე – რეფორმები:
- მოსპო ქონებრივი დაყოფა-გაათანაბრა პოლიტიკური უფლებები.
- ატიკა დაყო 3 ოლქად და 10 ფილედ.
- ყოველი ადამიანი მონაწილეობდა სახალხო კრებასა და სასამართლოს მუშაობაში.
- 400-თა საბჭო გაფართოვდა 500-მდე.
- შევიდა სტრატეგოსების კოლეგია, რომელშიც 10 სარდალი შედიოდა.
- ოსტრაკისმო – ნატახთა სასამართლო – ტირანიისგან თავდასაცავი კენჭისყრა, რომელზეც მეტი ხმის მქონეს აგდებდნენ ქალაქიდან 10 წლით.
- პერიკლე – რეფორმები:
- უმაღლესი მმართველი ორგანო – სახალხო კრება. მონაწილეობდა 20 წელს ზემოთ ყველა მამაკაცი.
- სახალხო კრებაზე განსახილველ კანონებს ამზადებდა ხუთასთა საბჭო – ბულე.
- სამხედრო საქმეებს განაგებდა სარდალთა კოლეგია.
- გაამკაცრა მოქალაქეობის მიღების წესები.
- მან დააწესა ხელფასი სახელმწიფო მოქალაქეებისთვის.
- 400 000-დან მხოლოდ 10%-მდე დაიყვანა მოქალაქეთა რიცხვი.
სპარტა
- წარმოიქმნა ლაკონიის მიწებზე დორიული ტომების მიერ.
- სპარტას არ ჰქონდა გალავანი.
- მოსახლეობა იყოფოდა სამად: ა) სრულუფლებიანი, თანაბარი მიწების მქონე პირები; ბ) ჰილოტები – დაპყრობილი მოსახლეობა, რომელიც მიწას გასამრჯელოსთვის ამუშავებდა; გ) ვაჭა-ხელოსნები – პერიეკები თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს მოწყვეტილი იქვნენ.
- სპარტა სამხედრო-ოლიგარქიული იყო.
- პირველი კანონთა კრებული ლიკურაგემ გამოსცა.
- სპარტას ჰყავდა 2 ბასილევსი.
- უმაღლესი ორგანო იყო სახალხო კრება – აპელა, რომელსაც 30 წელს გადაცილებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. ხმის მიცემა ხდებოდა ყვირილით.
- დიდი გავლენა ჰქონდა გერუსიას, რომელშიც მეფეების ჩათვლით 30 წევრი შედიოდა(60 წელს გადაცილებულები).
- დამოუკიდებელი ზედამხედველთა ხუთკაციანი კოლეგია – ეფორია.
- ვაჟი მხოლოდ 8 წლამდე იზრდებოდა ოჯახში. შემდეგ მის აღზრდაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებდა.
- იკრძალებოდა სპარტელის საზღვრებს გარეთ ცხოვრება და უცხოელს ეკრძალებოდა სპარტაში მოღვაწეობა. აკრძალული იყო საგარეო ვაჭრობა.
ბერძენ-სპარსელთა ომები
- პირველი საზღვაო-სახმელეთო ბრძოლა.
- მიმდინარეობა:
- სპარსელებმა მოკვეთეს საბერძნეთი შავიზღვისპირეთს.
- ათენი ტირანიის დასამხობად დაეხმარა შუააზიელ ბერძნებს.
- ძვ. წ. 494 დაეცა მილეტი, ამან ოფიციალურად დაუპირისპირა ორივე მხარე ერთმანეთს.
- სპარსეთის უპირატესობა არ აღიარა მხოლოდ ათენმა და სპარტამ არ აღიარა. დასასჯელად:
- 490 წელს სპარსეთმა შეუტია ათენს, მაგრამ მარათონის ბრძოლაში მილტიადეს სარდლობის წყალობით ათენმა თავად შეუტია სპარსეთს და უკუაქცია(+ საბერძნეთი).
- თერმოპილეში სპარტელებს ლეონიდასი ხელმძღვანელობდა(300 სპარტანელი), ათენს თემისტოკლე და სპარსელებს ქსერქსე(+ სპარსეთი).
- სალამინთან( ძვ. წ. 480) სრუტის სივიწროვის გამო დამარცხდა სპარსეთი(+ საბერძნეთი).
- ძვ. წ. 479 წელს მომხდარი პლატეას ბრძოლის შემდეგ სპარსელებმა უარი თქვეს გაგრძელებაზე(+ საბერძნეთი).
- ამავე წელს იყო ბოლო მიკალეს კონცხთან მომხდარი ბრძოლა(+ საბერძნეთი) მას შემდეგ მასშტაბური ბრძოლები აღარ მომხდარა, თუმცა ომი ძვ. წ. 449 წლამდე გაგრძელდა.