ბიოლოგია

ბიოლოგია – უჯრედი

უჯრედი უჯრედი წარმოადგენს სიცოცხლის უმცირეს ერთეულს. უჯრედებს ყოფენ ორ ნაწილად: ბირთვიანი ანუ ეუკარიოტი და უბირთვო ანუ პროკარიოტი. ეუკარიოუტი ორგანიზმები შედგებიან სამი ძირითადი ნაწილისაგან: პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა და ბირთვი. პლაზმური მემბრანა წარმოდგენილია ფოსფოლიპიდებით, რომელთაც გააჩნიათ ორი მნიშვნელოვანი უბანი: ჰიდროფილური ანუ წყლის მოყვარული თავები და ჰიდროფობული ანუ წყლის მოშიში კუდები. ისინი ქმნიან…

ბიოლოგია – გამრავლება

გამრავლება გამრავლების ორ ფორმას განარჩევენ უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების ფორმებია ორად გაყოფა – დამახასიათებელია უმარტივესებისა და ბაქტერიებისათის. ამ დროს უჯრედი ამიტოზურად იყოფა ორ ნაწილად. დაკვირტვა – დამახასიათებელია წყლის ბინადარი ჰიდრასთვის. თავდაპირველად მას გამოეზრდება მცირე ზომის თავისივე ნაირი ინდივიდ, რომელიც იკვებება და იზრდება დედისეული ორგანიზმის ხარჯზე. გარკვეული ზომის მიღწევის შემდგომ…

ბიოლოგია – გენეტიკა (ნაწილი 1)

მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებები გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს, მათი გადაცემის მექანიზმებს და გადაცემის დროს დაშვებულ შეცდომებს. მისი ფუძემდებელია ავსტრიელი ბერი გრეგორ მენდელი. იგი ერთმანეთთან აჯვარებდა პარკოსან მცენარე ბარდებს. მან ერთმანეთთან შეაჯვარა დომინანტური ნიშანთვისების მქონე ჰომოზიგოტი (ერთნაირი ალელური გენების მქონე) ყვითელილ ბარდა (AA) ჰომოზიგოტ რეცესიულ მწვანე ბარდასთან…

ბიოლოგია – გენეტიკა (ნაწილი 2)

მუტაციური ცვალებადობა ცვალებადობას, რომელიც იწვევს გენოტიპის ცვლას, მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაციური ცვალებადობა ეწოდება. მუტაციის თეორიის ფუძემდებლად ითვლება დეფრიზი. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მცენარე ენოთერია. მუტაციური თეორიის ძირითადი დებულებებია: მუტაცია ხდება უეცრად;  მიღებული ნიშან-თვისებები მემკვიდრულია;  მუტაცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი;  მკვეთრი მემკვიდრეობითი გადახრების გარდა გაცილებით ხშირია მცირე მუტაციები, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებიან საწყისი…

ბიოლოგია – ანატომია

ანატომია ანატომია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის აგებულებას. ადამიანის სხეულის შემადგენლობაში ვხვდებით 4 ქსოვილს: შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული და ეპითელური. შემაერთებელ ქსოვილს ყოფენ სამ ჯგუფად – მყარი (ძალი, ხრტილი), თხევადი (სისხლი, ლიმფა) და ფაშარი (ცხიმი). ადამიანში ვხვდებით 220მდე ძვალს. ძალი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან, რომლებიც ძვალს მატებენ ელასტიურობას და სხვა მარილებისაგან,…

ბიოლოგია – ევოლუცია

ევოლუცია(მოძღვრება) ევოლუცია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების განვითარებას ისტორიის მანძილზე. მისი ფუძემდებელია ლამარკი, თუმცა მის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ჩარლზ დარვინმა. ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ: არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა და ცვალებადობა. არსებობისთვის ბრძოლა შეიძლება იყოს სამი სახის – შიდასახეობრივი (როდესაც დაპირისპირება ხდება ერთ ისახის ინდივიდებს შორის. ამის მიზეზი…

ბიოლოგია – ეკოლოგია

ეკოლოგია(მოძღვრება) ეკოლოგია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების თანაცხოვრებას. ასეთ გარემოს ეკოსისტემა ეწოდება. ეკოსისტემაზე გავლეას ახდენენ ცოცხალი (ბიოტური) და არაცოცხალი (აბიოტური) ფაქტორები. ბიოტურ ფაქტორებს მიეკუთვნებიან: ნეიტრალიზმი, მტაცებლობა, პარაზიტიზმი და სიმბიოზი. ნეიტრალიზმის დროს ორ ცოცხალ ინდივიდს არანაირი საერთო ინტერესი არ გააჩნიათ და ისინი ერთმანეთის მიმართ ნეიტრალურად არიან განწყობილნი. მაგალითად…