სიახლეები

„ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე“ – ეკატერინე დგებუაძე მეორე სემესტრსა და ეროვნულ გამოცდებზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტრო ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობს. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური…

ინფორმაცია მათთვის, ვინ მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდაზე გასვლას გეგმავს – სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი?

პრაქტიკოს პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დღეიდან ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.  აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, შესაძლებლობა აქვთ, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღონ ყველა კითხვაზე პასუხი. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს. წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი კითხვა-პასუხის რეჟიმში კონსულტაციებს…

მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის ვებინარი ჩატარდება – 6 საკითხი, რომლებსაც ონლაინ განიხილავთ

დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვდასხვა სახის აქტივობებს სთავაზობს.  იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს უფრო დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერულ მოწყობილობებთან და იზრდება ინტერნეტის მოხმარება, მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს კიბერ ჰიგიენის მიმართულებით. კიბერჰიგიენის მიმართულებით ვებინარი განკუთვნილია…

აკადემიურ წლად გამოცხადებაზე განმარტება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა – „ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ…

„ახალი სკოლის მოდელის“ მხადამჭერი ჯგუფები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს. ამ პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერთა ჯგუფების მიერ შეძენილი შინაარსობრივი თუ ტექნიკური კომპეტენციები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლები მომზადებული დახვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო…

5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო, რომლის წარმატებით გავლა სტატუსს აგიმაღლებთ – გაეცანით პირობებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას „დარჩი სახლში“, ზრუნავს მასწავლებლების უსაფრთხოებაზე და პროფესიული განვითარების მიზნით პრაქტიკოს მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც წარიმართება ონლაინ ფორმატში. ტრენინგების გავლა შესაძლებელი იქნება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, რაც მათ გაუიოლებს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციას. მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ზოგადი და საგნობრივი ტრენინგებიდან მათთვის საჭირო მოდულები. იმისდა…

მასწავლებლის სახლმა ყოველკვირეული აქტივობების განრიგი გამოაქვეყნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმილი აქტივობების ანონსი გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, განრიგი ყოველკვირეულად განახლდება. ამ ეტაპზე კი გთავაზობთ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ აქტივობებს: 2 აპრილი – ბიოლოგია დისტანციური სწავლება ბიოლოგიაში, შესაძლებლობები, სირთულეები და რესურსები; 3 აპრილი – გეოგრაფია Teams-ის ინსტრუმენტების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე დისტანციური სწავლებისას; 5 აპრილი – მათემატიკა მათემატიკური შინაარსის…

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს

​საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ. დადგენილება N205 საკანონმდებლო მაცნეში, დღეს 31 მარტს გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.„საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:​ 1. სასწავლო…

„15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“ – ეკატერინე დგებუაძე

„ეს სემესტრი შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას ​განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესთავაზებენ შეფასების ალტერნატიულ გზას, რომელსაც მოგვიანებით დააანონსებენ: „შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.…

მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი რეკომენდაციები. გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების…