ქართული ლიტერატურა – 8 კლასი

ვიდეო გაკვეთლების სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ “ლექციები”-ს სექტორში და მიჰყვეთ საფეხურებს.

შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ენათმეცნიერების ძირითადი ცნებები. ენის რაობა და ფუნქციები; ენა და აზროვნება;
ენა და მეტყველება; ენათა ოჯახები.
ლექსიკოლოგიური ასპექტები: სპეციფიკური ლექსიკა, სიტყვის პირდაპირი და
გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; ერთ- და მრავალმნიშვნელობიანი სიტყვები; სიტყვის
მნიშვნელობის გაფართოება-დავიწროება, სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა;
ფრაზეოლოგიზმები, მყარი შესიტყვებები; არასალიტერატურო ფორმების, ჟარგონისა და
ბარბარიზმების გამოყენების ასპექტები; ლექსიკონებზე მუშაობა.
გრამატიკული ასპექტები: ბრუნვის ფორმათა გამოყენება ზმნური კონსტრუქციების
კონტექსტში: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი ბრუნვების ფუნქციონირება;
ზედსართავი სახელი და არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვა; მსაზღვრელი,
მსაზღვრელის გამოყენება სხვადასხვა დატვირთვით: ინფორმაციულ ტექსტში, მხატვრულ
ტექსტში (ეპითეტი, მეტაფორა); რიცხვში შეთანხმების საკითხები (რიცხვითი სახელი –
არსებითი სახელი; სახელი – ზმნა); წოდებითი ბრუნვის საკითხი (საკუთარ და საზოგადო
სახელებთან); ჩვენებითი ნაცვალსახელი (ეს – ეგ – ის, ასეთი – მასეთი – ისეთი; ასე – ეგრე – ისე
დაპირისპირება), მეტყველების პროცესში ამ ერთეულთა გამოყენების ასპექტები; კუმშვაკვეცის საკითხები მხოლობითი-მრავლობითის კონტექსტში; ზმნის დროითი და სივრცული
პარამეტრები (ზმნიზედა, ზმნისწინი) და ბრუნვის ფორმები (მოქმედებითი, ვითარებითი
ბრუნვები, თანდებულიანი ფორმები ზმნიზედურ კონსტრუქციებში); დროისა და მოვლენათა
თანამიმდევრობის აღმნიშვნელი ენობრივ-გრამატიკული ერთეულები (პირველად, ჯერ,
შემდეგ, ბოლოს, დასასრულს; მაშინ, როდესაც; დიდი ხნის წინათ და ა. შ.); ზმნის დროები
(წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამომხატველი ზმნური ფორმები); მოდალობების
გამომხატველი ზმნური ფორმები; ზმნის პირები და ნაცვალსახელთა სისტემასთან მიმართება;
ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები; ქცევის არსი (ობიექტებთან
მიმართებით). ქცევის ფუნქციები (როგორ ჩაენაცვლება თანდებულიანი სახელი: აშენებს
თავისთვის – იშენებს; აშენებს სხვისთვის – უშენებს); კონტაქტი და მასთან დაკავშირებული
მართლწერის წესები (რატომ გააკეთებინა, დააწერინა და არა გააკეთებია, დააწერია); გვარი
(კონვერსიის არსის გააზრება და ფუნქციები ტექსტში); ზმნის დრო და შიდა კილოურასპექტური დიფერენციაცია (სრული, უსრული, კილოური სხვაობა: ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
ტიპისა და სხვ.).
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი ცნებები: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ცალმხრივი (ზეპირი
გამოსვლა აუდიტორიის წინაშე) და მრავალმხრივი (კამათი, დისკუსია) ფორმები;
საკომუნიკაციო სიტუაციის ელემენტები (ადრესატი, ადრესანტი) და მათი ფუნქციური
ურთიერთმიმართება; საკომუნიკაციო ამოცანა, მისი გავლენა ტექსტის ფორმაზე; ზეპირი
კომუნიკაციის არავერბალური ხერხები (ინტონაცია, ჟესტი, მიმიკა, ხმის სხვადასხვა დონე,
პაუზა მეტყველებაში, მეტყველების სიჩქარე); კომუნიკაციის სახეები: არაოფიციალური,
ოფიციალური.
მეტყველების ტიპები. მსჯელობა, დისკუსია.
ტექსტის სახეები. მიმოხილვითი ხასიათის ტექსტები; ნარკვევი, საგაზეთო სტატია,
მარტივი პროექტი, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტები, ანგარიში, ჩანახატი, სცენარი
როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობები.
სტრატეგიები. მოსმენისა და მეტყველების სტრატეგიები (პრობლემის განსაზღვრა,
მოსაზრების ჩამოყალიბება, არგუმენტის დასახელება); კითხვის სტრატეგიები (მარკირების
სისტემა, ინფორმაციის გადამოწმება, ენციკლოპედიებითა და ლექსიკონებით საგებლობა,
რეზიუმისა და ცხრილების შედგენა), წერის სტრატეგიები (დაგეგმვა, მასალის შეგროვება,
ნაწერის გადამუშავება, რედაქტირება, კორექტირება).
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
სტანდარტში ასახული ამოცანების გათვალისწინებით, სასურველია, შეირჩეს იმგვარი
ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც თემატიკით შეესატყვისება მოსწავლეთა შინაგან
სამყაროს, მათს მოთხოვნილებებსა და ინტერესთა სფეროს. ტექსტებმა და მათში ასახულ
საკვანძო, სადავო საკითხებზე მსჯელობამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდში რეფლექსიური
აზროვნების ჩვევების გამომუშავებას; მხატვრული აზროვნების უნარის განვითარებას,
თვითშემეცნების სურვილის გაღვივებას.
ისევე, როგორც VII კლასში, პროგრამის საყრდენს ამ ეტაპზეც წარმოადგენს ქართული
კლასიკური და თანამედროვე მწერლობა, უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებთან
ერთად.

Instructor

0.00 average based on 0 ratings

5ვარსკვლავი
0%
4ვარსკვლავი
0%
3ვარსკვლავი
0%
2ვარსკვლავი
0%
1ვარსკვლავი
0%