ქართული ლიტერატურა – 9 კლასი

ვიდეო გაკვეთლების სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ “ლექციები”-ს სექტორში და მიჰყვეთ საფეხურებს.

შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ლექსიკოლოგიური ასპექტები: სინონიმია და ანტონიმია; ფრაზეოლოგიზმები და მყარი
შესიტყვებანი; ეტიმოლოგია.
გრამატიკული ასპექტები: ზმნური კონსტრუქციები და მარტივი წინადადება (ქართული
ენის სპეციფიკა – ოთხი მთავარი წევრისგან შედგენილი წინადადება); ზმნის ცენტრალური
როლი ქართულ წინადადებაში (პირთა მართვა); ზმნის დრო-კილოთა ფორმების
ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში (“დროზე რომ მოვსულიყავი, სახლში
დამხვდებოდი”…); ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი,
სიტყვათწარმოება); ქვემდებარე-შემასმენლისა და მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმება;
სახელდებითი და უქვემდებარო წინადადებების მხატვრული ფუნქცია; ინფორმაციის
დამაზუსტებელი და სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი განკერძოებული
სიტყვები და გამოთქმები (დანართი, ჩართული); ნომინალური წინადადებები, პირობითშედეგობითი კონსტრუქციები; მონოტონური და დინამიური მეტყველებისთვის
დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.
თხრობითი, კითხვითი, ძახილის წინადადებების სტრუქტურა; მარტივი გავრცობილი
და გაუვრცობელი, თანწყობილი, ქვეწყობილი წინადადებების ძირითადი ნიშნები; სასაუბრო,
სამეცნიერო, მხატვრული, ოფიციალურ-საქმიანი, პუბლიცისტური სტილისათვის
დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები;
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი; სასვენი ნიშნების ხმარება ციტირებისა და დიალოგის
გადმოცემის დროს; მართლწერისა და ორთოგრაფიის ნორმები.
შერწყმული წინადადება და მისი ფუნქციები; კავშირების როლი რთულ წინადადებაში;
უკავშირო შეერთების მიზეზი და მიზანი; თანწყობის და ქვეწყობის არსი; ქვეწყობილ
წინადადებებში მისათითებელი სიტყვებისა და წევრ-კავშირების ფუნქციები (წევრ-კავშირთა
როლი მხატვრულ ნაწარმოებებში); სიტყვა – წინადადება – ტექსტი); წინადადება – გრამატიკის
უმაღლესი ერთეული, ხოლო ტექსტის ლინგვისტიკის უმარტივესი ერთეული; აბზაცი.
აღწერის, თხრობისა და მსჯელობის სინტაქსი. რა თავისებურებებია დამახასიათებელი
თითოეული მათგანისთვის? მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობისთვის დამახასიათებელი
სინტაქსური კონსტრუქციები, შესაბამისი კავშირები, გრამატიკული ფორმები, სპეციალური
ლექსიკა (მაგალითად, „რადგან … “; „თუ … მაშინ“, „მაშასადამე…“, „ესე იგი“, „აქედან
გამომდინარე…“ და სხვ.); ანალოგიაზე დამყარებული მსჯელობისთვის დამახასიათებელი
სინტაქსური კონსტრუქციები, კავშირები, ლექსიკა (მაგ., „შესაბამისად“, „გათვალისწინებით“,
„მსგავსად“, “როგორც,… ისე“ და სხვ.); ინდუქციაზე დამყარებული მსჯელობისთვის
დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები, კავშირები, მოდალური სიტყვები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი ცნებები: ჯგუფური დისკუსია და მისი სტრატეგიები, სადისკუსიოდ
განსხვავებული თვალსაზრისების ჩამოყალიბება, დრამატული მონოლოგი, როლური
ტექსტები, რადიო და სატელევიზიო ინტერვიუ, ტექსტი და კონტექსტი, ტექსტი და ფონური
ინფორმაცია; დისკუსიების, დებატების, პოლიტიკური / რიტორიკული გამოსვლების,
დრამატული მონოლოგის, აუდიტორია და მისი სოციალურ-კულტურული ინტერესები, და
ა.შ. მსჯელობა და მსჯელობის სახეები, მიზეზ-შედეგობრივი, ანალოგიაზე დამყარებული,
ინდუქციური), ზეპირი მოხსენების მომზადება და წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის
მიზნის, სოციალურ-კულტურული დონის, თავისებურებების, ინტერესების
გათვალისწინებით.

3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
სწავლების ამ ეტაპზე მოზარდთა ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ინტელექტუალური
შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შედარებით რთული და
მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალის შერჩევა.
შერჩეულმა მხატვრულმა ტექსტებმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდთა
დამოუკიდებელი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების
განვითარებას.
ლიტერატურული ტექსტები უნდა გამოირჩეოდეს აქტუალური (როგორც მხატვრული,
ისე ყოფითი თვალსაზრისით) პრობლემატიკით, რათა მოზარდს მიეცეს მისთვის
მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე მსჯელობის, განსხვავებული თვალსაზრისის
გამოთქმის საშუალება.
სასურველია, სახელმძღვანელოში შევიდეს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული
ტექსტები, რომლებიც მოზარდთათვის თვალსაჩინოს გახდის ლიტერატურაში ასახული
კონკრეტული პრობლემის სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, სხვადასხვაგვარად
გააზრების აუცილებლობას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს შეექმნას გარკვეული თეორიული წარმოდგენა
ლიტერატურის, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის შესახებ, შეძლოს ყოფითი
რეალობისა და მხატვრული გამონაგონის ურთიერთმიმართების თავისებურებების
გაცნობიერება.
თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად სასურველია
უცხოური ლიტერატურის იმ ნიმუშების შეთავაზებაც, რომლებიც ტიპოლოგიისა და
პრობლემატიკის თვალსაზრისით მსგავსებას ამჟღავნებს სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ
მხატვრულ ნაწარმოებებთან.

Instructor

0.00 average based on 0 ratings

5ვარსკვლავი
0%
4ვარსკვლავი
0%
3ვარსკვლავი
0%
2ვარსკვლავი
0%
1ვარსკვლავი
0%