იდეალური აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება. ტემპერატურა იდეალური აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება ეწოდება განტოლებას, რომელიც აირის წნევას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანი აქ არის განისაზღვროს ტემპერატურის მოლეკულურ-კინეტიკური არსი. მომავლისთვის დაგვჭირდება მოლეკულების კონცენტრაციის ცნება. კონცენტრაციას ვუწოდებთ მოცულობის ერთეულში მოლეკულების n რაოდენობას (11.1) პირველი ფორმულა სამართლიანია ყოველთვის, მეორე – მაშინ, როცა მოცულობაში კონცენტრაცია ყველგან ერთნაირია. კონცენტრაციით შეიძლება ასევე აირის წნევის გამოსახვა . […]