ელექტრული მუხტი ელექტრული მუხტი არის ნაწილაკებისა და სხეულების ელექტრული და მაგნიტური ურთიერთქმედების უნარის საზომი. ძირიტადი თვისებები: 1. არსებობს „დადებითი“ და „უარყოფითი“ მუხტები. მათ შორის არ არსებობს რაიმე ფუნდამენტური განსხვავება – ანუ სამყაროში არაფერი შეიცვლებოდა თუ შევცვლიდით „-“ ნიშანს „+“ ნიშნით. 2. ელექტრული მუხტი არის ზოგი ნაწილაკის განუყოფელი თვისება! ელექტრული მუხტის მინიმური წილი (|e| \(\cong\)1,6×10-19 კლ) ერთნაირია უარყოფითი და დადებითი ელექტრობისთვის – ამ ტოლობის ფარდობითი […]