ძირითადი ცნებები და განმარტებები პერიოდული რხევა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც სისტემა (მაგალითად, მექანიკური) ბრუნდება ერთდაიგივე მდგომარეობაში გარკვეული დროის შუალედის შემდეგ. დროის ამ შუალედს ეწოდება რხევის პერიოდი. დამაბრუნებელი ძალა – ძალა, რომლის მოქმედებითაც მიმდინარეობს რხევის პროცესი. ეს ძალა ცდილობს სხეული ან მატერიალური წერტილი, რომელიც გადახრილია წონასწორობის მდგომარეობიდან, დააბრუნოს საწყის მდგომარეობაში. მერხევ სხეულზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით არჩევენ თავისუფალ (ანუ საკუთარ) რხევებსა და იძულებით რხევებს. […]